26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-ნახეთ ფოტო-კოლაჟი სადღესასწაულოდ მორთული დედაქალაქის მთავარი გამზირიდან
თბილისი მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება, 26 მაისის სამზადისი კი ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში მოხვდა.
26 მაისი, დღე როცა საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობას აღნიშნავს!
ამ დღეს თბილისი განსაკუთრებით ემზადება. მთავარ ღონისძიებას ქვეყნის-პრემიერ მინისტრი გახსნის.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე – საქართველოს 10 რეგიონში. თბილისში, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.