21 კრიტიკული კერა – რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები და რაც ამბობენ ექსპერტები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცია წლებია გრძელდება, 2023 წლის შემდეგ სამუშაოებს საპატრიარქო ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, 21 კრიტიკული კერაა, რომლის კონსერვაციაც მოხდება და პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ 2 ივლისის შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსი, ვიზიტორებისთვის დაკეტილია. რაც შეეხება თანხებს, რომელიც სამუშაოებისთვის უნდა განაწილდეს ამ დროისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.