2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება
ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe-მა, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, 2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.
შეგახსენებთ, რომ ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. „ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.