18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე ივლის
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცვილებაა. ინფორმაცია, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებისა და მარშუტების შესახებ დღეს დედაქალაქის მერის მიერ გავრცელდა. უწყების გადაწყვეტილებით ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი გლდანში, დიღომში, ვაკესა და ორთაჭალაში ივლის.
თბილისელებს ახალი ტრანსპორტით სარგებლობა იანვრიდან შეეძლებათ. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:
N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის
შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუნხენში ვიზიტის დროს, 7 ნოემბერს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე გავა.
“ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება”, – აღნიშნა მან.
სხვა ხაზებზე გადანაწილდება იმ ოთხ ხაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ახალმა ავტობუსებმა უნდა ჩაანაცვლოს. ეს ხაზებია N304, N305, N307, N309, N310, N311, N313, N315, N319, N320, N321, N323, N326, N336, N339, N351, N370, N372, N381, N385, N388 და N393.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იანვრიდან დაიწყება.