157-ე სკოლაში ჭერი ჩამოინგრა და ერთი პირი დაშავდა-რატომ არ ხმაურდება და რა მოხდა სინამდვილეში ავარიულ შენობაში
რა მოხდა 157-ე სკოლაში და რატომ არ გახმაურდა შემთხვევა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად kalaki.ge სკოლის ერთ-ერთ მშობელს ესაუბრა, რომელმაც ავარიული შენობის შესახებ და იმ საფრთხეებზე გვიამბო რასაც მოზარდები გადაურჩნენ.
ჩვენი ინფორმაციით 157-ე სკოლაში ჭერი საგაკვეთილო პროცესის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც სკოლის თანამშრომელი, დამლაგებელი თავის არეში მძიმედ დაშავდა. მშობლის ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა თუმცა მისი გახმაურება სკოლის დირექციამ არ ისურვა. როგორც ირკვევა სასწავლო პროცესი მძიმე ავარიულ შენობაში წლებია მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოსწავლეები შენობიდან გაიყვანეს, თუმცა ისევ დააბრუნეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
“შეიძლება ითქვას, რომ გდავრჩით რადგან ის ნაწილი სადაც ჭერი ჩამოინგრა, ბიბლიოთეკის მხარესაა სადაც დაწყებითების საკლასო ოთახებია, იმ მომენტშიც ადგილზე ბევრი ბავშვი ტრიალებდა და კიდევ კარგი პატარები გადარჩნენ. ბევრჯერ დაგვპირდნენ შენობის რეაბილიტაციას, მაგრამ ამ დაპირებაში წლები გავიდა. ახლა გადაგვანაწილეს სხვადასხვა სკოლებში, რომლებიც მოშორებითაა ერთმანეთთან და ძალიან გვიჭირს ყოველდღიურად. ერთი რამ ფაქტია ავარიულ და გაუბედურებულ შენობაში სასწავლო პროცესი გააგრძელეს და ჩვენი შვილები საფრთხის ქვეშ დააყენეს. ” – ამბობს kalaki.ge-სთან საუბრისას 157-ე სკოლის დირექტორი.
საინტერესოა ერთი ფაქტი, როგორც აღმოჩნდა შენობას ჩატარებული ჰქონდა სამხარაულის მიერ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც ყველაზე უსაფრთხო ადგილად სწორედ ის ნაწილი მიიჩნიეს, სდაც ინციდენტი მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში 1 100 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც დროებით სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდნენ, თუმცა რა ბედი ელის 157-ე სკოლის შენობას ჯერ-ჯერობით უცნობია.