მიმდინარე წელს 122 მილიონი დედაქალაქში გამწვანების სამუშაოებისთვის დაიხარჯება, სად იგეგმება ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა
მთავარ პრიორიტეტად დედაქალაქში მეტი მწვანე სივრცის მოწყობა იქცა, თბილისელები ყველა უბანში მუნიციპალიტეტს გამწვანებას სთხოვენ.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამწვანებაზე 121 654 668 ლარი დაიხარჯება. 2024 წლის განმავლობაში გამწვანების სამსახური ჯამში 30-მდე პროექტს განახორციელებს.
რაც შეეხება დედაქალაქში მიმდინარე პროექტებს მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება :
ვაკის პარკის ახლად შემოერთებული ტერიტორია
პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩა N25, N25ა, N29, N30, N32 კორპუსების მიმდებარედ პარკი
სამგორის პარკი
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი
ვაზისუბნის დასახლება, N8 კორპუსის მიმდებარედ პარკი
დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი
ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერი
მუხიანის 4ბ მიკრორაიონის კორპუსი 33 ის მიმდებარე სკვერი
გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია
გლდანის VIII მიკრო/რაიონის კორპუსი N28, 29 და 33-ის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია
მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ არსებული ვარკეთილის მეურნეობა
აეროპორტის დასახლებაში შალვა ჭანკოტაძის და ჟიმშერ მაისურაძის ქუჩების მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია
ნუცუბიძის ფერდზე მე-4 მ/რ, 1-2-3 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი
რუსთაველის გამზირი N52
ვირსალაძის ქუჩა N5
ზღვის უბნის პარკი
ხოლო დასრულებული პროექტების ჩამონათვალი კი ასეთია :
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში არსებული პარკი
აკაკი წერეთლის გამზირი N55, N56, N67, N69-71, N71-73, N79, N95-97, N109-ის მიმდებარე სკვერები
ბორის პაიჭაძის ქუჩაზე არსებული ბულვარის და შუა გამყოფი ზოლი
კუნზულ ტექსელის სახელობის სკვერი
მაიაკოვსკის სახელობის სკვერი
წერეთლის გამზირის და ა. გოგოლაურის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი
დემეტრე თავდადებულის ქუჩა N18ა კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი
დაგეგმილი პროექტები:
ვერის ბაღი
ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადი
მეტრო ღრმაღელის მიმდებარედ სკვერი
ხუდადოვის ტყე-პარკი