1000 სახლი უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

1000 სახლი უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.