100, 000 ლარი აჭარაში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და შავიზღვისპირა კურორტების მძიმე ზაფხული

"გამომყევი აჭარაში" ასე ქვია სარეკლამო კამპანიას, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, სოციალური ქსელის კონტენტისთვის კონკურსი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 100, 000 ლარია.

100, 000 ლარი აჭარაში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და შავიზღვისპირა კურორტების მძიმე ზაფხული

სარეკლამო კამპანია, აგვისტოში დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილე პირების მთავარი დავალებაა იმოგზაურონ აჭარაში და საინტერესო მასალა მოამზადონ, სოციალური ქსელების კონტენტისთვის რეგიონის, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.

საინტერესოა, აღნიშნული კონკურსი უკავშირდება თუ არა აჭარის რეგიონში, წელს არც თუ ისე კარგ ზაფხულს, რომელიც ტურისტების ნაკლებობით იყო გამოწვეული და აღმოფხვრის თუ არა შიდა ტურიზმის განვითარების პიარ გეგმა მოსახლეობის პრობლემას.

შეგახსენებთ, რომ შიდატურიზმის განვითარებისთვის დეტალური ინფორმაციის მიღებას და კონკურსისთვის თვალის მიდევნებას followajara.com-ზე შეძლებთ.