II კვარტალში საქართველოში დაახლოებით 1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 76%-ს შეადგენს.

II კვარტალში საქართველოში დაახლოებით 1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა

6 თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1 651 655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 57.4%-ია. 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 44.8%-ს შეადგენს.