1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – სად და რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში პატარებისთვის

თბილისში, ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – სად და რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში პატარებისთვის

“მთავარი ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე:

კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი;

მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი:

ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:
17:00-21:30 სთ

საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა:

ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა:

ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე:

ბროშების დამზადების სადგური:

მეზღაპრის კუთხე:

თითების თეატრის წარმოდგენები:

VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით:

საპნის ბუშტების შოუ:

ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ:

10-მდე საბავშო-გასართობი სადგური:

საბავშვო ატრაქციონები:

მინი გოლფი:

სკეიტ შოუ:

ფოტოზონა-გიფერი;:

დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა:

ზღაპრის გმირები:

18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“:

20:00- რანინას კონცერტი” – ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.