მთაწმინდა
ქალაქის ცენტრალური უბანი, შოთა რუსთაველის სახელობის მთავარი გამზირის ჩათვლით. ძირითადი ადმინისტრაციული შენობების ადგილმდებარეობა.
მთაწმინდა თბილისის უძველესი არა, თუმცა უდაოდ მთავარი უბანია. ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის გამზირია, სადაც მდებარეობს პარლამენტი, აკადემიური თეატრი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საუკეთესო მუზეუმები და სასტუმროები. პროსპექტი ორასზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდა, როგორც ქალაქის ქუჩა და ამჟამინდელი სახე ძირითადად, მეოცე საუკუნეში შეიძინა.
თავისუფლების მოედანი არის მთაწმინდის, სოლოლაკისა და ძველი ქალაქის საზღვრების, ასევე რუსთაველის გამზირის დასაწყისი. გარკვეული გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი „იწყება“ მოედნიდან, მისი ყველაზე წარმოსადეგი ნაწილიდან.
გამზირი თანამედროვე სასტუმრო Courtyard by Marriott-ის
შენობით იწყება და გრძელდება სავაჭრო-გასართობი ცენტრ „გალერიით“ გრძელდება, რომელშიც განთავსებულია გრიბოედოვის დრამატული თეატრი:
რუსთაველზე თითქმის ყველა შენობა არქიტექტურის ნიმუშია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. აქ არის შესანიშნავი პარლამენტის შენობა:
პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ კი სახვითი ხელოვნების მუზეუმი დგას. ის რაღაცით რუსთაველის ტეატრის შენობას წააგავს, რომელიც მისგან მოშორებით რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს.
თავად გამზირი დასვენებისა და განტვირთვისათვის საუკეთესო ადგილია. ტერიტორია სავსეა დასასვენებელი სკამებით, პატარა კაფეებით, სიმწვანეებით, განსაკუთრებით დასაწყისს მწვანე გაზონები ამშვენებს.
თბილისის პირველი გიმნაზია, ასევე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი:
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის ქუჩის შენობები სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნის და მათი ასაკი განსხვავებულია, იერსახით შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. მაგალითად, Marriott-ის ორი შენობა და აკადემიური თეატრი, გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე:
ამავე დროს, სასტუმროს ფასადი ნეოკლასიკურია და თეატრის არქიტექტორი აშკარად ცდილობდა მისი როკოკოთი ფუფუნებაში მოყვანას.
გამზირი ზაფხულში:
რუსთაველის გამზირდან მთაწმინდის ქუჩები სიღრმეში, პარალელურად არის განლაგებული, მაგრამ ფერდობის მატებასთან ერთად, ეს კანონზომიერება ირღვევა და დახრილი ქუჩებისა და ჩიხების ქაოსში ხვდებით. ამის შესახებ ცოტა შემდგომ!
ოპერისა და ბალეტის თეატრი მავრიტანულ სტილში:
ბოლო მონაკვეთზე გამზირი, ოდნავ გვერდით იხრება, სადაც ვარდების რევოლუციის მოედანს უერთდება. აქ მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა – The Biltmore Hotel:
ქუჩის ბოლოს თანამედროვე საცხოვრებელი სახლებია, პანტომიმის თეატრითა და „საქნახშირის“ შენობით, რომელიც ამჟამად, საქართველოს მეცნიერების აკადემიასა და კინოს სახლს უკავია.
საცხოვრებელი სახლი:
მეცნიერებათა აკადემიის არკა:
ეზოში მთაწმინდისკენ მიმავალი, უმოქმედო საბაგიროს ქვედა სადგურია:
აქ, მეტროსადგურ რუსთაველის მიდამოებში, მთაწმინდას ვერა ესაზღვრება, რომელსაც ძლიერ დაქანებული ქუჩები გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, საგზაო ნაწილის ზედაპირი ქვაფენილით არის მოპირკეთებული, რათა ყინვაში მანქანებს გადაადგილება არ გაუჭირდეთ.
მაღლა წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ქრისტიანული ტაძარია აღმართული. იგი XX საუკუნეშია აშენებული და საბჭოთა პერიოდშიც მოქმედი იყო.
მთაწმინდის ზედა ნაწილთან შერწყმული ქუჩის ლაბირინთები:
ტერიტორიის ზედა კიდის გასწვრივ კონსტანტინე მაყაშვილის ქუჩაა, რომლის ზემოთ შენობები პრაქტიკულად აღარ არის. მთაწმინდა ძალიან ციცაბო ხდება:
და აქ, თბილ ქალაქზე საუკეთესო ხედები იშლება!
ბიზნესი უბნის ზედა ნაწილითაა დაინტერესებული. ისინი აშენებენ მცირე სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებსა და ჰოსტელებს.
მთაწმინდის ქუჩა:
ზემოთ მხოლოდ წმინდა დავითის ეკლესია და ასევე, მთის წვერზე გაშენებული პარკია. იქ უკვე ფუნიკულიორით ავდივართ: