აეროპორტი
ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი უბანი, მრავალსართულიანი შენობებითა და კერძო სახლებით დასახლებული ქუჩებით, რომელიც ბოლო დროს სწრაფად ვითარდება
აეროპორტის ტერიტორია შთამბეჭდავი სიდიდისაა, ის მოიცავს არა მხოლოდ თავად საჰაერო ნავსადგურს, არამედ კერძო მამულების დიდ ტერიტორიებს, დაბალსართულიან შენობებს, ასევე სანაპიროზე არსებულ თანამედროვე ცათამბჯენებს. ტერიტორია სწრაფად ვითარდება, დეველოპერებს ზღვისპირა მდებარეობითა და მიწის მნიშვნელოვანი ფართებით იზიდავს. აქ გავითარებულია ინფრასტრუქტურა: საშუალო სკოლები და საბავშვო ბაღები, ლეხ და მარია კაჩინსკის პარკი, სავაჭრო ცენტრი „Metro City“.
ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ურბანულ გარემოში კარგად არის ინტეგრირებული და მოქცეულია ამავე სახელწოდების რაიონის საზღვრებში. ურბანული განვითარება ზრდასთან ერთად, თანდათან უახლოვდება ნავსადგურს. რამდენიმე სახლი ასაფრენ ბილიკთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ხოლო სასრიალო ბილიკის ქვემოთა ნაწილი სანაპიროსთან დამსვენებლების საყვარელი ადგილი გახდა – აქ შეიძლება თვითმფრინავების ახლოდან ყურება.
ამჟამინდელი ტერმინალი 2007 წელს აშენდა და 600 ათასი ადამიანის მზავრობისთვის არის განკუთვნილი:
აეროპორტის შესასვლელთან ასევე, თვითმფრინავის ძეგლი „Curtiss JN-4 Biplan“ დგას – ასი წლის წინ პოპულარული, როგორც სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი. აქვეა პირველი ქართველი მფრინავის ფადიკო გოგიტიძის ძეგლი.
აეროპორტთან პატარა ავტოსადგომი და ავტობუსების მოსახვევად პატარა წრეა – ყველაფერი მყუდრო გარემოს ქმნის.
ეს კი გიორგი ანწუხელიძის ქუჩაა, რომელიც ასაფრენი ბილიკის თითქმის პარალელურად, პირდაპირ სანაპიროზე გადის:
აქ შენობები ძირითადად კერძო სექტორს აქვს აშენებული, ადგილები მოშიშვლებულია ან დროებითი საცხოვრებლები დგას, როგორიც არის მაგალითად ეს კონტეინერი:
გასაგები მიზეზების გამო, პირველი ხაზი ბევრად უფრო აქტიურად ვითარდება. მაღალსართულიანმა შენობებმა ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩის გასწვრივ, თითქმის მთელი სივრცე დაიკავეს, რომელიც ტერიტორიის ცენტრალურ სანაპირო ტრასას ემსახურება. ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო უკვე დასრულებულია, სხვების მშენებლობა კი მიმდინარეობს.
სანაპირო მოწყობილია და თბილ დღეებში დამსვენებლებისათვის აქ გასეირნება სასიამოვნოა.
აეროპორტის ტერიტორიას აქვს ერთ-ერთი უდიდესი, შიდა, მწვანე ზონა. მისი ტერიტორია კეთილმოწყობილია, გაშენებულია პარკი მრავალი ბილიკითა და სკამებით, ერთ მხარეს სანაპიროთი, მეორე მხარეს კი მაღალი შენობებით არის გარშემორტყმული, რომელიც ასევე სავაჭრო ცენტრს „Metro City“-ს მოიცავს. Batumi Grand Mall“-ის გახსნამდე ის კურორტის „მთავარი“ სავაჭრო და გასართობი ცენტრი იყო.
აქ არ არის საქანელები, აქ გასარუჯი და სასეირნო ადგილია.
პარკს გარს ეკვრის მაღალსართულიანი შენობები, მათ შორის მასიური „Orbi Beach Tower Batumi“:
თუმცა არც მეზობელი საცხოვრებელი კომპლექსები ჩამორჩება, მაგალითად „7th Heaven“:
ზოგადად, მთელი უბანი, რომელიც კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილისა და დავით მამულაძის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და მაღალსართულიანია ქალაქში. სინამდვილეში, ეს არის ცათამბჯენების რაიონი აპარტამენტებითა და სასტუმროებით, რომლებიც თუ თავისუფალი მიწების ტერიტორიით ვიმსჯელებთ, რაოდენობრივ ზრდას გააგრძელებენ.
გასული ეპოქის სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი უზარმაზარი შენობების ფონზე მაინც დგას. ქალაქი დუღს:
დავით მამულაძის ქუჩის რეაბილიტაცია მომდინარეობს:
იუსუფ კობალაძის კუთხეში, ტბელ აბუსერიძისა და აეროპორტის გზატკეცილზე:
ცენტრიდან მოშორებით, აეროპორტის გზატკეცილზე შენობები მკვეთრად კარგავს სართულების რაოდენობას, თუმცა სანაპიროს რაიონებში შენობები იმდენად მაღალია, რომ შორიდან ჩანს. ქალაქი სწრაფად იცვლის თავის იერსახეს:
მაღალსართულიანი შენობები გვხვდება კენტად და არა ჯგუფურად, უბნების სახით:
აეროპორტის ტერიტორიის შენობები განსხვავდება ისევე, როგორც მრავალსართულიანები. აქ შეხვდებით მდიდრულ სასახლეებს, მოწესრიგებულად ჩამწკრივებულ ქალაქურ სახლებს, ძველ ქოხებს, დაუმთავრებელი შენობებს.
მაგრამ ტერიტორია ფაქტიურად ყოველთვიურად იცვლება ასე, რომ მისი განუვითარებელი ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს.