თბილისის ახალი ბიზნეს ცენტრი, ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის, იგი დედაქალაქის ნაწილი მხოლოდ 120 წლის წინ გახდა. მისი წარმატება წინასწარ განისაზღვრა, მთაწმინდის ჩრდილოეთ კალთებსა და მდინარე ვერეს ხეობას შორის, ისტორიული ცენტრის სიახლოვეს. კომპაქტური, გამწვანებით გარშემორტყმული, თანამედროვე შენობებითა და ცათამბჯენებით სავსე ვაკე მაღალშემოსავლიან ქალაქელებს, ემიგრანტებსა და ტურისტებს იზიდავს. ის ყოველდღიურად ვითარდება: აქ ჩნდება ახალი საცხოვრებელი ბინები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები.

ვაკის თანამედროვე იერსახის ჩამოყალიბება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როდესაც რამდენიმე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა აშენდა. ეს მშენებლობა მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა და ე. წ. საბჭოთა არტდეკოს ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ვაკის საფუძველს ნეოკლასიკური სტილის სახლები ქმნის, რომლებსაც ხანდახან „სტალინკას“ უწოდებენ თავიანთი ასაკისა და დამახასიათებელი გარეგნობის გამო. ასეთია ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 43-ე ნომერში მდებარე ეს შენობა:

ვაკე
ვაკე

აქ, ილია ჭავჭავაძის ცენტრალური გამზირისა და წყნეთისკენ მიმავალი გზის, ჩოლოყაშვილის გამზირის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, 50-იან წლებში მოეწყო პარკი და აშენდა ლოკომოტივის სტადიონი, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ მიხეილ მესხის სახელი ეწოდა.

ვაკე

ვაკის პარკის ზემოთ, მთაწმინდის ფერდობზე, კუს ტბა მდებარეობს. აქ მარტივი საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი. აქვეა, საბაგირო გზა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და კუს ტბამდე მიდის.

ჭავჭავაძის გამზირის ხედი საბაგიროს ქვედა სადგურიდან:

ვაკე
ვაკე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაკემ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პარკთან ყველაზე ახლოს მდებარე კვარტალში რამდენიმე ცათამბჯენი აშენდა. პროსპექტზე მნიშვნელოვანი ადგილი Axis Towers-ის ე.წ. სპირალურ კოშკებს უკავია.

ვაკე
ვაკე

147 მეტრიანი კოშკების იატაკები ერთმანეთთან 2°-ით არის გადახრილი, რაც გრეხილი სპირალის ეფექტს ქმნის. შენობები გარეგნულად სრულიად იდენტურია, ისინი მხოლოდ დაკიდებული ფასადის ფერებით განსხვავდებიან. მაგრამ მათი ფუნქცია სხვადასხვაა: ერთში სასტუმრო და ბიზნეს ცენტრია, მეორეში კი საცხოვრებელი ბინა, ანტიკური სტილობატის სტილში აშენებულ შენობაში სავაჭრო და გასართობი ზონაა.

ვაკე
ვაკე

დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, მაღალსართულიან ბირთვს კიდევ რამდენიმე საკულტო ნაგებობა ავსებს, რომლებიც თბილისის ცნობად ჰორიზონტს ჰქმნიან. შენობებში განთავსებულია, ბანკები, მსხვილი ბიზნესები, აპარტამენტები, სასტუმროები. აგრეთვე აქსისის თაუერის შენობა გამზირის ორივე მხარეს:

ვაკე
ვაკე

განსაკუთრებით საინტერესო არქიტექტურა აქვს, ამერიკული სტილის ცათამბჯენს, რომელშიც Hilton Garden Inn Tbilisi-ს აკავია:

ვაკე
ვაკე
ვაკე

ბიზნესცენტრები, რომელიც ცათამჯენებშია განთავსებული, ძველ უბანში, ძველი შენობების ნაცვლად აშენდა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ე.წ. არტდეკოს ვაკე და თანამედროვე ვაკე ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

ვაკე
ვაკე
ვაკე
ვაკე

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლები გამოიყო, რომელებიც სავალი გზის ცენტრში განთავსდა. პროექტი გაჩერება-კუნძულების განლაგებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საპირისპირო მოძრაობას ითვალისწინებს. მყარი ყვითელი ხაზის გადაკვეთა სხვა მანქანებისთვის აკრძალულია, გარდა სპეციალური მანქანებისა.

ვაკე
ვაკე

ჭავჭავაძის გამზირზე, განსაკუთრებით ლამაზია სამების ტაძარი, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე ღირებული ადგილია, საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე, ტაძრის ეზოშიც კი იგრძნობა.

ვაკე

ზაფხულის მზიანი დღე ჭავჭავაძის გამზირზე:

ვაკე
ვაკე
ვაკე

ჭავჭავაძის 37 ნომერში ორსართულიანი ქვის სახლი დანგრევისა და განსახლების მოლოდინშია. ეს საცხოვრებელი ჯერ კიდევ მაშინ აშენდა, როცა ვაკე თბილისის ნაწილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა 100 წლისაა.

ვაკე
ვაკე
ვაკე

ზოგადად, ტერიტორიაზე შენობები რეგულარულადაა განლაგებული. აქ განვითარება ქაოტური ხდება, კერძო სექტორისთვის აღნიშნული რაიონი უპირატესი ხდება. ჭავჭავაძის გამზირზე სახლები ძირითადად გასული 30-50- იან წლებში ნეოკლასიკურ სტილშია აგებული.

ვაკე
ვაკე
ვაკე
ვაკე

შენობების სიბრტყეები ვიწრო ქუჩებზე სქელ ჩრდილს იძლევა:

ვაკე
ვაკე
ვაკე
ვაკე

ვაკის ტერიტორიაზეა XX საუკუნის 80-იან წლებში ვერეს ფერდობზე აშენებული მზიურის საბავშვო პარკი. პარკს რამდენიმე წლის წინ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მოვლილი და ადგილობრივი მოსახლეობის პოპულარული მწვანე ზონა ,უახლოეს მომავალში გაფართოვდება.

ვაკე

ვაკე:

ვაკე
ვაკე
ვაკე
ვაკე

ვაკის ბიზნესცენტრიდან თბილისის გეოგრაფიული ცენტრისაკენ, ანუ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაადგილებისას, ვაკის საზღვარი გადის კორნელი კეკელიძის ქუჩაზე. აქ იკლებს მრავალსართულიანი სახლების სართულიანობა, მკვეთრად იმატებს შენობების საშუალო ასაკი და იწყება ვერეს ხეობა.