თბილისში მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები
დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩების მორეცხვა ატიურად 2020 წლიდან პანდემიის პერიოდში დაიწყო და ყოველ წელს დედაქალაქის ქუჩები ზაფხულის ცხელ დღეებში ირეცხება.