რა ბედი ელის ალავერდის სამონასტრო კომპლექსს და რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსი ძლიერ დაზიანდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მონასტრის დაზიანებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

რა ბედი ელის ალავერდის სამონასტრო კომპლექსს და რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

განცხადებაში სტიქიის მძიმე შედეგებზეა საუბარი.

„ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში გუშინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა.