სასტუმროების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად მოიმატა – გაზდილია ჯავშნები თბილისსა და ბათუმში
სასტუმროების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 1 194-მდე გაიზარდა, რაც 0,5 % - იანი მატებაა. ასევე მკვეთრად გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა, რომლითაც განსაკუთრებით, თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. მონაცემებს ოთახფონდის შესახებ "გალთ ენდ თაგარტი" ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, წლიურად 1.9%-ით არის გაზრდილი სასტუმროების ოთახფონდი. უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში ნომრების ჯამური რაოდენობა 36 064-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნომრების უდიდესი ნაწილი, 36.5% კონცენტრირებული იყო დედაქალაქში, ხოლო 30.3% აჭარაში. ამასთანვე ნომრების 7.1% გვხვდება სამცხე-ჯავახეთში, 6.1% იმერეთში, 5.9% კახეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში – 14.2%.
დოკუმენტის თანახმად, მეორე კვარტალში წელს თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 161.8 ათასს, ბათუმში კი 80.6 ათასს შეადგენდა.