2024-2028 წლებში საქართველოში 22 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

2024-2028 წლებში საქართველოში 22 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება, სადაც მთლიანობაში 5 550 სტუმრის განთავსება იქნება შესაძლებელი - ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული მონაცემები.

2024-2028 წლებში საქართველოში 22 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

“ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. ეს ბრენდებია: Greet by Accor, Hilton Tbilisi, Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill, Offices & Hotels at Erekle II Square, Hotel Sololaki Hills და Hotel on King Erekle II’s Square (Small).

6 საერთაშორისო ბრენდიდან ყველაზე დიდი – 200-ოთახიანი Hilton Tbilisi იქნება, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და მას 350 განთავსების ადგილი ექნება.

სიდიდით მეორე ადგილზეა Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill, რომელიც 2025 წელს უნდა გაიხსნას. სასტუმრო 177-ოთახიანი იქნება და 356 სტუმრის მიღებას შეძლებს;

რაც შეეხება დანარჩენ 4-ს, Greet by Accor-ის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სასტუმრო 116 ოთახზეა გათვლილი და 232 ოთახი აქვს;

Offices & Hotels at Erekle II Square 2027 წელს უნდა გაიხსნას, მას 135 ოთახი ექნება და 270 სტუმარზე იქნება გათვლილი;

Hotel Sololaki Hills-ი 2026 წელს უნდა გაიხსნას, სასტუმროს 188 ოთახი ექნება და 376 სტუმარს მიიღებს;

რიგით მეექვსე საერთაშორისო ბრენდი, რომელიც თბილისში უნდა გაიხსნას Hotel on King Erekle II’s Square (Small) არის, რომლის მშენებლობას მომავალ წელს უნდა დასრულდეს. სასტუმრო 42-ოთახიანი იქნება და 84 სტუმარს მიიღებს.” – ვკითხულობთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებულ მონაცემებში.