რა ბედი ელის რუსთაველის გამზირზე არსებულ კომერციულ ფართებს რეაბილიტაციის პერიოდში
2024 წლიდან “თბილისის განვითარების ფონდი” რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
kalaki.ge რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერს, ქალბატონ ნუცა ინწკირველს ესაუბრა, რომლის თქმითაც სამუშაოების დაწყება რსებულ ქუჩაზე კომერციულ ბიზნესს სერიოზულ ზიანს მიაყებს.
“როგორც გავიგე რეაბილიტაციის პერიოდში კომერიული ფართების ქირა დაიკლებს, მაგრამ როგორც კი დასრულდება ვფიქრობ გააორმაგებს არსებულ გადასახადს. სამუშაოების პერიოდში კი გაყიდვების დიდი პროცენტით კლებას ველოდებით.” ამბობს ნუცა ინწკირველი.
აღსანიშნავია, რომ იგივე განმეორდა ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციისას, ფასებმა დაიკლო მაგრამ, როგორც კი რეაბილიტაცია დასრულდა, ქირა კომერციულ ფართებზე 30%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.