რამდენი ბინა გაიყიდა 2023 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე – Galt & Taggart-ი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
ბევრი ტურისტი თუ ადგილობრივი ფიქრობს, რომ საქართველოში დასვენება ზამთარში არანაკლებ პოპულარულია, ისევე, როგორც ზაფხულში
ბევრი ტურისტი თუ ადგილობრივი ფიქრობს, რომ საქართველოში დასვენება ზამთარში არანაკლებ პოპულარულია, ისევე, როგორც ზაფხულში. და თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ვიზიტორებს ძირითადად შავი ზღვა იზიდავთ, ზამთრის დადგომისთანავე, ზღვას მთები ანაცვლებს. ზამთრის ცივ დღეებში, ამ პატარა ქვეყნის მთის კალთები, თოვლის ფენით იფარება და სათხილამურო და სნოუბორდის მოყვარულთათვის, შესანიშნავი ადგილიც ხდება.
კოვიდ-პანდემიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ვიზიტორების ინტერესმა დღითიდღე იმატა. ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა, მთის კურორტების მიმართაც გაიზარდა. შესაბამისად დეველოპერებიც დროს არ კარგავენ და მთებით გარშემორტყმულ კურორტებზე, ფეშენებელურ კომპლექსებს აშენებენ.
რა ვითარებაა მთის კურორტებზე არსებული უძრავი ქონების მხრივ? რამდენი ბინა გაიყიდა 2023 წელს და რამდენი შეადგინა გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ? – ეს ის საკითხებია, რომელზეც არაერთი კვლევითი ორგანიზაცია საუბრობს. ერთ-ერთი კი „გალტ & თაგარტი“ აღმოჩნდა, რომელმაც მთის კურორტებზე საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის გაყიდვების მახასიათებლები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ 2023 წელს, მხოლოდ ბაკურიანში 956 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 26.1%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო). ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს და მათი უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.
2023 წელს, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 77.7% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200/მ 2 ). 2023 წლის ბოლოს ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედით 2.7%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 20.6%-იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებული ტრანზაქციებით აიხსნება.
Kalaki.ge გაგაცნობთ რამდენიმე სამშენებლო პროექტს, თუ რას გვთავაზობენ დეველოპერები ბაკურიანის უძრავი ქონების ბაზარზე.
Sakre Resort მდებარეობს ბაკურიანის კოხტას ძირში, დაცულ ფიჭვნარში, სადაც ერთის მხრივ არის მინერალური ბორჯომის წყაროები, ოლიმპიური სათხილამურო ტრასები კოხტა-1, კოხტა-2 და რეკრეაციული მიწები, რომლებიც არ ექვემდებარება განვითარებას. მეორე მხარეს არის 4-ვარსკვლავიანი Rooms Hotel Kokhta, სადაც მსურველს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს SPA კომპლექსითა და Rooms რესტორნით. SAKRE RESORT შექმნილია ისე, რომ ყოველი ტერასიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ კოხტას ულამაზეს ხედებს.
პროექტი მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, პარკის ტერიტორიასა და საფეხმავლო მარშრუტებს მრავალსაუკუნოვანი ფიჭვნარის სათხილამურო და ველოსიპედის შესანახ ოთახებზე წვდომით.
4-სართულიანი შენობის თითოეული ბინა, რომლის ფართებიც 33,2–57,8 მ2-ია მსურველს დასრულებული რემონტით ჩაბარდება. კვ.მ. ფასი $1 400-დან იწყება.
Walls Bakuriani არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ანალოგიურად, ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე, კოხტას ძირში მდებარეობს.
საცხოვრებელ კომპლექსს აქვს პატარა მიმდებარე ტერიტორია, მორთული მწვანე გაზონებით, ბუჩქებითა და ხეებით, საცალფეხო და ველობილიკებით, ასევე ქუჩის განათებით. მანქანებისთვის გათვალისწინებულია თანამედროვე მიწისქვეშა პარკინგი.
Walls Bakuriani არის დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შედგება სამი 4-სართულიანი ახალი შენობისგან. კომპლექსი 30 ბინას მოიცავს, სადაც კომპაქტური სტუდიები და 1-ოთახიანი ბინები იყიდება, 32-დან 74 კვ.მ-მდე ფართით. მიმდინარე კომპლექსში ბინების კვ.მ. ფასი კი $1 500-დან იწყება.
Raimond Residence არის თანამედროვე აპარტ-ოტელი, რომელიც მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე. დეველოპერი მსურველს წარმოდგენილი კომპლექსით სთავაზობს, მყუდრო აპარტამენტებს ბუხრით და ულამაზესი ხედებით ფანჯრებიდან.
თანამედროვე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, შედგება 5-სართულიანი ახალი შენობისგან, ტერასებითა და სხვენის სახურავით. საცხოვრებელი კომპლექსი დაპროექტებულია თანამედროვე არქიტექტურულ სტილში, შენობის ფასადზე არის ღია აივნები შუშის ჯებირებით და საერთო ტერასა დასაჯდომი ადგილებით.
Raimond Residence-ში იყიდება 1, 2 ოთახიანი ბინები და სტუდიები 30-დან 150 მ2-მდე. ჭერის სიმაღლეა 2.9 მეტრი. საცხოვრებელს აქვს გააზრებული დაგეგმარების გადაწყვეტილებები ღია აივნებით და პანორამული ფანჯრებით. მსურველს ფართები მწვანე კარკასით ან დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ. კვ.მ. ფასი კი $1 600-დან იწყება.
რაც შეეხება გუდაურს – „გალტ & თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო).
კვლევის თანახმად, გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. 2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ 2 ). 2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.0%-იანი კლებაა.
Kalaki.ge კი გუდაურში არსებულ რამდენიმე დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსს გაგაცნობთ, სადაც ბინების შეძენა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
Gudauri Hills არის აპარტ-ოტელი, რომელიც სასტუმროს ტიპის უძრავ ქონებას მოიცავს. კომპლექსი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს. მასთან ახლოსაა მთავარი საკურორტო მაგისტრალები, საბაგირო-სათხილამურო გზა, კომფორტული დასვენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
პირველ სართული გათვლილია მყუდრო ლობი-ფოიესა და რესტორანისათვის, სადაც სტუმრებს და მოსახლეობას საშუალება აქვთ აქტიური საქმიანობის შემდეგ დაისვენონ. ავტომანქანებისთვის გათვალისწინებულია, როგორც გარე ასევე შიდა დახურული ავტოსადგომი. მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ოცდაოთხსაათიანი დაცვა.
Gudauri Hills-ი 6 სართულიანი შენობაა, რომელიც 62 აპარტამენტს მოიცავს 81,30-დან 251,6 -მდე კვ.მ ფართით. პროექტში დეველოპერმა გაითვალისწინა ფართო აივნები, ზოგ ვარიანტში წარმოდგენილია ასევე კომფორტული ტერასები. აქ კვ.მ-ის ფასი $1 600-დან იწყება.
საცხოვრებელი კომპლექსი Alpic Gudauri – მასშტაბური პროექტის New Gudauri-ს ნაწილია. გუდაურში არსებული აპარტ-სასტუმროს სიმაღლე 5 სართულს შეადგენს.
New Gudauri-ს ტერიტორიაზე, არსებული აპარტ-სასტუმრო – Alpic, საკუთარ ინფრასტრუქტურასაც მოიცავს, ესენია: რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სპა, ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზები, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები. ხოლო უშუალოდ Alpic -ში გათვალისწინებულია ლობის ზონა, მიწისქვეშა პარკირება, რესტორანი.
Alpic -ში სულ 102 საცხოვრებელი ბინაა წარმოდგენილი, 30-დან 60 კვ.მ-მდე ფართით. ბინების შეძენა შესაძლებელია თეთრი კარკასის მდგომარეობით. აქ კვ.მ-ის ფასი $1 600-დან იწყება.
Gudauri Neo არის აპარტ-ოტელი, რომელიც ახალი გუდაურის დასახლებაში მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი, გონდოლა-საბაგიროს ასასვლელიდან სულ რაღაც 120 მეტრში მდებარეობს. გასაყიდად გამოყოფილი ბინების ფანჯრები მეზობელი ნაგებობებისკენაა მიმართული, ხოლო, მეორე მხარეს პანორამული ხედები იშლება. პროექტი გუდაურის კომპლექსური განაშენიანების, ახალი საკურორტო ზონის – New Gudauri Resort Residences & SPA-ს ფარგლებში განხორციელდა.
NEO-გუდაურში ხელმისაწვდომია სასტუმროს მთელი ინფრასტრუქტურა. ესენია: ლობის ზონა, სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავებისა და ინვენტარის შესანახისათავსო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, სილამაზის სალონი, რესტორანი, სპა, ფიტნესცენტრი, საცურაო აუზები.
ბინები იყიდება როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით, რომელიც საშუალებას მისცემს მფლობელს დაგეგმოს სივრცის ინტერიერი საკუთარი შეხედულებისამებრ, ასევე სრულად დასრულებული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ცხოვრებისათვის საჭირო სრული აღჭურვილობით. NEO სულ 231 ბინას მოიცავს, რომელთა შორის არის, როგორც მცირე ზომის სტუდიო 31 კვ.მ.ფართობით, ასევე ძალიან დიდი ვარიანტებიც 1, 2 ან 3 საძინებლით და 248 კვ.მ.-მდე ფართობით. კვ.მ-ის ფასი კი $2 000-დან იწყება.