თბილისში, მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით შეიძღუდება

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება, ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით შეიძღუდება

უწყების ცნობით შეზღუდვა 15 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

“ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.”-ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.