ახალი ამბები, ანალიტიკა | გვერდი 20

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

თბილისი - მშენებლობის ბუმი, ბრძოლა დეველოპერებს შორის პირველობისთვის. უამრავი ჩავარდნილი და ასევე, გამართლებული პროექტი და ამ ქაოსში მცხოვრები დედაქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც ყოველდღიურად თვალს ადევნებენ უძრავ ქონებაზე ფასების კატასტროფულ ზრდას. ძველი თბილისის ნაგებობებთან ერთად, უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თანამედროვე შენობებს, რომელიც მრავალი ათასი მეტრის ფართობზეა გადაჭიმული.

რადიო ქარხნიდან, რადიო ქალაქამდე – ახალი პროექტი მუხიანში

რადიო ქარხნიდან, რადიო ქალაქამდე – ახალი პროექტი მუხიანში

ესთეტიკის მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ კარგად ნაცნობ ქუჩებზე სეირნობის, ქალაქებსა თუ სოფლებში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ძველი და ერთ დროს ცნობილი ადგილების აღმოჩენაა. ეს ადგილები თანამედროვეობაში გახსნილ დროის პორტალებს ჰგავს, რომლებსაც წარსულში გადავყავართ.

ცათამბჯენები ვაკეში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარს შეადგენს

ცათამბჯენები ვაკეში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარს შეადგენს

ჭავჭავაძის გამზირიდან მიმავალ გზაზე, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეთ 3 ცათამბჯენი, რომელიც კუს ტბის რეკრეაციული ზონით, წყნეთის ტყით, ასევე, ვაკის პარკით, მიხეილ მესხის სტადიონითა და ოლიმპიური საცურაო აუზითაა გარშემორტყმული.

ძველი და ახალი თაობის თვალით დანახული რუსთაველის გამზირი

ძველი და ახალი თაობის თვალით დანახული რუსთაველის გამზირი

ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე გასეირნება, ეს თბილისელების უცვლელი ტრადიცია იყო. დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები, ყოველ საღამოს ერთმანეთს რუსთაველზე ხვდებოდნენ. ადგილი, საიდანაც მთავარი ქალაქის განსაკუთრებულობა იგრძნობა და თბილისური, ძველი იერი განსაკუთრებულად აღქმადია.

გარევაჭრობა – სიდუხჭირიდან გამოსავლის ძიებაში

გარევაჭრობა – სიდუხჭირიდან გამოსავლის ძიებაში

თბილისი, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიოტირია ერთი შეხედვით, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგაგონებთ, სადაც ყველა ჩქარობს მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც მოქალაქეების სიჩქარით სარგებლობენ და საკუთარი საქონლის გაყიდვას სახელდახელოდ მოფიქრებული ე.წ მარკეტინგული ხრიკებით ცდილობენ. სქემა მარტივია, გარემოვაჭრეთა დღე თბილისის მეტროს გახსნისთანავე იწყება.

ლიფტები – საფრთხე, რომლის მსხვერპლიც შეიძლება ყოველი ჩვენთაგანი გახდეს

ლიფტები – საფრთხე, რომლის მსხვერპლიც შეიძლება ყოველი ჩვენთაგანი გახდეს

მოხატული და ღია კაბინის კარი, რომლიდანაც ხშირ შემთხვევაში შახტასაც კი დაინახავთ. შიდა სივრცეში კედელზე გამოკრულ სხვადასხვა განცხადებებთან ერთად, ხურდებით გავსებულ ყუთსაც წააწყდებით. კაბინა უსიცოცხლო, დანგრეული და ხმაურიანია. ღილაკებს ზედმეტი სიძველისგან სართულების მანიშნებელი ციფრებიც კი გადაშლილი აქვს. სინათლეც ნაძალადევად ბჟუტავს. მისი დანახვა საშინელებათა ჟანრის ფილმს მოგაგონებთ.

„ჩემი ქალაქი მკლავს“ – ინტერვიუ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელთან

„ჩემი ქალაქი მკლავს“ – ინტერვიუ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელთან

5 წლის განმავლობაში, 15 ათასამდე მოგვარებული პრობლემა. სოცილური აქტივისტები, რომლებმაც საზოგადოებას დედაქალაქის გადარჩენის სურვილი გაუჩინეს. ეს ახალგაზრდები ყოველდღიურად სწორედ, თქვენი დახმარებით გიყვებიან იმ ძირითად პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. დღეს სოციალური გვერდის აქტივობაში, 2 მლნ-მდე ადამიანია ჩართული. სამოქალაქო მოძრაობამ „ჩემი ქალაქი მკლავს“, საზოგადოება ყოველდღიურ საკითხებზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აალაპარაკა.

ავტომობილების პარკირების უცნაური პრაქტიკა თბილისში და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილების პრობლემა

ავტომობილების პარკირების უცნაური პრაქტიკა თბილისში და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილების პრობლემა

საავტომობილო ქაოსი დედაქალაქში წარმოუდგენელ ისტერიაში გადაიზარდა. მანქანას დღის ვერც ერთ მონაკვეთში, მარტივად ვერ გააჩერებთ.

ე.წ ხრუშჩოვკები – პროექტი, რომელიც  საბჭოთა იდეის, “თანასწორობის” განსახიერება უნდა ყოფილიყო

ე.წ ხრუშჩოვკები – პროექტი, რომელიც საბჭოთა იდეის, “თანასწორობის” განსახიერება უნდა ყოფილიყო

პოსტსაბჭოთა სიმბოლიკა, რომელშიც თანამედროვე მოსახლეობა ცხოვრებას ახლაც აგრძელებს. ერთ დროს „თანამედროვეობის ნიმუშები“ ახლა საფრთხის ქვეშაა. საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები წლებს ვეღარ უძლებს. საცხოვრებელ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. გასული საუკუნის 50-იანი წლებში საცხოვრებლები მხოლოდ 25 წლიანი გათვლით ააშენეს. ახლა კი ამორტიზებულ ნაგებობებს უკვე ბზარები და ნაპრალები აქვს. იმ ბინებზე, რომლებშიც შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაატარეთ ალბათ ბევრი რამ არ იცით.