ახალი ამბები, ანალიტიკა | გვერდი 15

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

მარჯანიშვილის №7-ში მდებარე შენობის იერსახე, ისტორია და რამდენჯერმე შეცვლილი ფუნქცია

თბილისის არქიტექტურა ერთ-ერთი პირველია, რომელსაც შეუძლია დროში გამოგზაუროს, წარმოდგენა შეგიქმნას შენი წინაპრების ცხოვრებაზე, განსაზღვროს შენი ცხოვრების სტილი, ჩამოგიყალიბოს გემოვნება და გაგაოცოს თავისი სიმდიდრით, გაგრძნობინოს თუ როგორ გარემოში გინდა იცხოვრო. მისით იქმნებოდა გარემო - გარემო, რომელიც ერთბაშად საინტერესო, თვალწარმტაცი, მყუდრო და უსაფრთხო იყო.

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

5 კოტეჯური ტიპის დასახლება თბილისსა და მის შემოგარენში

მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, ქალაქის ქაოსიდან გაქცევა და სადმე, თბილისთან ახლოს დასვენება, წლების განმავლობაში უამრვი ოჯახის ერთგვარი სტილი იყო. თბილისის შემოგარენისაკენ შაბათ-კვირას უამრავი ოჯახი მიემართებოდა. ეძებდნენ ლამაზ ადგილებს, სადაც ხედიც იქნებოდა, ბუნებაც და კომფორტულად დასვენების საშუალებაც. უფროსებიც სასიამოვნოდ გრძნობდნენ თავს და პატარებსაც საშუალება ჰქონდათ იდეალურ გარემოში, პატარა კოტეჯთან, მაგრამ უზარმაზარ სივრცეში, უსაფრთხოდ ეთამაშათ.

რა სჭირს ბათუმს-უცხოელი ტურისტის გამოცდილება

რა სჭირს ბათუმს-უცხოელი ტურისტის გამოცდილება

ბათუმში ბიზნესი ზაფხულის სეზონის შედეგებს აჯამებს: უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, რამაც იჯარის ფასები შეამცირა. იკლო ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობამაც უძრავი ქონების ბაზარზეც, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, ეს გრძელვადიანი ტენდენციაა თუ გასული წლის მაღალი ბაზის ეფექტი. ან იქნებ... ბათუმს რაღაც ჭირს და ტურისტებს უბრალოდ არ სურთ ისევ დაბრუნება? Kalaki.ge წარმოგიდგენთ დეტალურ მონოლოგს ერთ-ერთი უცხოელი ტურისტის შვებულების შესახებ.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

თბილისის ყველა მოსახლისთვის სიტყვა „მშენებლობა“ უკვე ქაოსთან ასოცირდება. ამ სიტყვის გაგონებაზე ავტომატურად ისმის კითხვა: დარჩა კიდევ ადგილი? მაგრამ ამ ყველაფერს დასასრული მაინც არ აქვს. ჯერ მოსახლეობას არსებულ შენობებზე მიშენების ნება დართეს, რითიც სახლების ფასადები, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში ჯურღმულებად აქციეს, შემდეგ ავტოფარეხების აშენებისა და დაკანონების, რამაც ეზოები გაურკვეველი არაერთგვაროვანი შენობებით აავსო და დაამახინჯა.

აი, როგორ იყო! გადავფურცლოთ საქართველოს სსრკ-ის განრიგი: მატარებლები მოსკოვიდან თბილისსა და წყალტუბოში, ადგილობრივი მატარებლები თელავში, გაგრასა და ცხინვალში

აი, როგორ იყო! გადავფურცლოთ საქართველოს სსრკ-ის განრიგი: მატარებლები მოსკოვიდან თბილისსა და წყალტუბოში, ადგილობრივი მატარებლები თელავში, გაგრასა და ცხინვალში

საბჭოთა კავშირის ბოლო წელი, რისი წარმოდგენაც დღეს შეუძლებელია: ბრენდირებული მატარებელი „საქართველო“, მოსკოვიდან თბილისში დონბასისა და სოხუმის გავლით მიდის.

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

100 წლოვანი ფოსტის შენობა და ახალი სივრცე – Radisson RED Tbilisi

ძველ უბნებში ასეულობით ნაგებობა შემოინახა, რომლებიც თითქმის საუკუნისა და ზოგ შემთხვევაში, მეტი ხნისაა. მათგან ბევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა ყველაფერს ისევ ფინანსებთან და არაეფექტურ კანონმდებლობასთან მივყავართ. მხოლოდ სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული ძველი არქიტექტურული პროექტების გაყიდვა და იერსახის შეცვლა ქალაქს სიკეთეს არ მოუტანს. ურბანულ კულტურულ მემკვიდრეობას მოფრთხილება სჭირდება, როგორც ხელისუფლების, ისე ინვესტორებისა და დეველოპერების და მთლიანად საზოგადოების მხრიდან.

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

ტრანსპორტი, რომელსაც წლიურად 53 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა

იყო დრო, როდესაც თბილისელები გადაადგილების მთელ იმედებს ტროლეიბუსებზე ამყარებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში მაშინ, როდესაც საზოგადოება უკიდურეს გასაჭირში იმყოფებოდა, ერთადერთი იაფი ტრანსპორტი ტროლეიბუსი და ტრამვაი გახლდათ - და იმ შემთხვევაში თუ ტროლეიბუსი, საჭირო ელექტროენერგიის უქონლობის მიზეზით გაჩერდებოდა და ტროტუარების გასწვრივ ჩამწკრივდებოდა, მაშინ ხალხს გადაადგილება ფეხით უწევდა.

ლისის ტბა და ირგვლივ არსებული სამშენებლო ისტერია

ლისის ტბა და ირგვლივ არსებული სამშენებლო ისტერია

უამრავი ადამიანისთვის თავისუფალ დროს სეირნობა განტვირთვის აუცილებელი და ერთადერთი ნაწილია. მთავარია ამაში, იმ ადგილების სიმრავლემ შეგიწყოთ ხელი, სადაც ახლოს იქნებით ბუნებასთან, სიმშვიდესთან, ყოველგვარი ზედმეტი ინფრასტრუქტურის გარეშე, სადაც შეძლებთ მანქანის გამონაბოლქვის გარეშე მისცეთ ბავშვს საშუალება სუფთა ჰაერზე ითამაშოს. ასეთი სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ გასვლა შეიძლება ყოველ შაბათ-კვირას ვერ მოახერხოთ.

ხელოვნური კუნძული ბათუმში

ხელოვნური კუნძული ბათუმში

არქიტექტურის საინტერესო და მრავალფეროვან ნიმუშებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. შეიძლება მოიხიბლოთ სხვადასხვა ნამუშევრებით ან სულაც, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეთ. მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქები ვითარდება და მივიწყებულ, დანგრეულ, ძველ შენობებს, ახალი და მასშტაბური პროექტები ანაცვლებს.