ლატვიური ავიაკომპანია airBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებს
airBaltic რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2024 წლის 7 იანვრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე შეწყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი კომპანიის ავიაპარკში საჰაერო ხომალდების რაოდენობა გახდა. ამ დროისთვის დაჯავშნის სისტემებში აღნიშნულ თარიღებზე ავიაბილეთები უკვე აღარ იძებნება.
შეგახსენებთ, რომ ავია კომპანია 1995 წელს დაფუნძდა, თუმცა ავია ბაზაზე ის 2008 წლიდან ახორციელებს, საერთაშორისო ფრენებს.