რა ეტაპზეა უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები
საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა.
„პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის
გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე
მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა ამისა,
მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან.
იყო კონკრეტული სახლი, რომელიც გარკვეულ პრობლემას
წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებაში. შეთანხმება უკვე
მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და
აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვა მოხდება. ეს
შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი სწორხაზოვნად
განხორციელდეს და არ მოგვიწიოს შეფერხება. წყნეთიდან,
ბაგებიდან წამოსულ ავტომანქანებს არა მხოლოდ
უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება, არამედ პირდაპირ
ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე
გადასვლა შეეძლებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.