დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – პირველ დღეს აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწიათ

ეროვნული გამოცდების პირველი დღე, ქვეყნის მასშტაბით ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – პირველ დღეს აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწიათ

გამოცდები საქართველოს 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. წელს გამოცდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის – 3 000-ზე მეტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 10 000-ზე მეტი; მასწავლებლის გამოცდისათვის – 18 900-ზე მეტი.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.” – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.