ემხვარის ქუჩაზე ავარიული, ახალი აშენებული კორპუსის მაცხოვრებლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

თბილისში, ვაშლიჯვარში ემხვარის ქუჩაზე 2019 წელს აშენებული საცხოვრებელი კორპუსი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საცხოვრებლად უვარგისია და შენობას მე-4 კლასი მიანიჭეს. კორპუსის მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით დამაბნეველი და მძიმე თავად მშენებლის განცხადებაა სადაც ის თბილისის მერიას ადანაშაულებს, მერია კი პასუხისმგებლობას მშენებელს აკისრებს. ამ გაურკვევლობაში მყოფმა კორპუსის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს სასამართლოს მიმართონ.

ემხვარის ქუჩაზე ავარიული, ახალი აშენებული კორპუსის მაცხოვრებლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

kalaki.ge-კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელს დაუკავშირდა, რომლის განმარტებითაც, დოკუმენტში რომელიც სამშენებლო კომპანიასა და მყიდველს შორის შედგა არ არის მითითებული მასალები, რითის შენობა აშენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, შენობა სწორედ იმ მასალითაა აგებული, რომლის გამოყენებაც მაღალსართულიან კორპუსზე დაუშვებელია, კერძოდ საუბარია, მინა ბიჭკოვან მასალაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ კორპუსში თითქმის ყველა ოჯახმა საცხოვრებელი იპოთეკური სესხით შეიძინა და თანხას დღემდე იხდიან. ამიტომ მოსახლეობამ სასამართლოსთვის დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო.