6 ივლისი – “დიდი ფასდაკლების დღე”
6 ივლისს, არქი ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა.
6 ივლისს, არქი ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა. “არქის” ოფისში დილიდანვე ბინის საუკეთესო ფასად შეძენის უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი შეიკრიბა და არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში კიდევ 114 ახალი ოჯახი შეუერთდა.
„დიდი ფასდაკლების დღე“ არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა “არქის” ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.
„6 ივლისს ნამდვილად გამორჩეული დღე იყო, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი გვესტუმრა. ერთ დღეში ასეთი დიდი რაოდენობის ბინის გაყიდვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კომპანიას ენდობიან, რაც რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ყველა “არქელს” მადლობას ვუხდით “არქის” არჩევისა და ნდობისთვის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი “არქის” დიდი ოჯახის წევრებზე, “არქელებზე” ზრუნვაა და “არქის” გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა “არქელმა” ბედნიერად იცხოვროს და თავი კომფორტულად იგრძნოს“, – აღნიშნავს “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
“დიდი ფასდაკლების დღე” ახალი საცხოვრებელი სახლის “არქი კიკვიძის ბაღთან” კომპლექსის C ბლოკის ბინებზე ვრცელდებოდა, რომელიც ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ქუჩაზე, კიკვიძის ბაღიდან 2 წუთის სავალზე, მეტროსადგურ გოცირიძიდან 150 მეტრში და დიდუბიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე მდებარეობს.
კომპლექსს “არქი კიკვიძის ბაღთან” ექნება 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო, სადაც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული, საბავშვო მოედნები განთავსდება.
6 ივლისი არქის ფილარმონიის ოფისში დღესასწაული იყო, რადგან 114 ოჯახი საოცნებო სახლის მესაკუთრე გახდა, 450 არქელი “არქის” დიდ ოჯახს შეუერთდა. ღონისძიება არქელების მეგობარ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა. თითოეულ ახალ მობინადრეს შენაძენი, საზეიმო ვითარებაში მიულოცეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არქელებს წინ კიდევ უამრავი ახალი გამორჩეული პროექტი, შეთავაზება და ღონისძიება ელოდებათ.
“არქი კიკვიძის ბაღთან” C ბლოკი, ნაძალადევის რაიონში, 26-სართულიანი პროექტია, რომელიც 391 ბინას მოიცავს. კომპლექსი A და B ბლოკსაც მოიცავს, რომელთაგან A უკვე დასრულებულია, სადაც ამჟამად 29 ბინაა გასაყიდი, ხოლო B ბლოკი 2025 წელს დასრულდება, სადაც ჯერ კიდევ 229 ბინაა დარჩენილი, რომელთა ფასებიც 1 კვ.მ-ზე 1 300 დოლარიდან იწყება.
“არქი კიკვიძის ბაღთან” საცხოვრებელ კომპლექსში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ 1, 2, 3 – ოთახიანი ბინები შეიძინონ, რომელთა ფართებიც 46,3 – 296,7 მ2-ს შეადგენს, ჭერის სიმაღლე კი 3 მ-ს.
საცხოვრებელი კომპლექსი მრავალფეროვან ფუნქციონალური დაგეგმარების გადაწყვეტილებებს წარმოადგენს. მაღალი ჭერი და ფანჯრების პანორამული მინა, ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ხელს უწყობს ოთახების იზოლაციას. თითოეულ ბინას აქვს ღია აივანი.
“არქი” ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 36 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. დღეს “არქი” საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც დასრულებული აქვს 49 პროექტი. დასრულებული პროექტების საერთო სამშენებლო ფართი 955 000 კვ.მ-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანია 23 პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ბრენდული სასტუმრო შავი ზღვის კურორტ ბათუმში. ხოლო უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე, კიდევ არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობა იგეგმება.
არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ 20 აპრილსაც გაიმართა, სადაც არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში 150 ახალი ოჯახი შეუერთდა.
სულ რაღაც სამი თვის წინ, დიდი ფასდაკლება “არქი დიღომი 3”-ის ახალ საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა, რომელიც დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ შენდება.
კომპლექსი 7000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, თანამედროვე ლობის, კომერციულ ფართებსა და ავტოსადგომებს აერთიანებს. პროექტში წარმოდგენილი ბინების 1 კვ.მ-ის ფასი კი $1 100-დან იწყება.