დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიცია მიმდინარეობს.

დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.