საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენები თბილისის რეკრეაციულ ზონებში – დაბინძურებული მწვანე ზონები დედაქალაქში

დედაქალაქის რეკრეაციული და მწვანე ზონები დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით, ინფორმაციას "თბილსერვის ჯგუფი ავრცელებს".

საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენები თბილისის რეკრეაციულ ზონებში – დაბინძურებული მწვანე ზონები დედაქალაქში

დასუფთავების სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დაასუფთავეს.უწყების ცნობით ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

„ძალიან დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი. დედაქალაქის მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ ნარჩენი ასეთ სივრცეებში და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე კონტეინერებში. არ არის ამაში რაიმე სირთულე, უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად ვაზიანებთ ასე გარემოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ბუნებას და გარემოს, სადაც ვცხოვრობთ“, – განაცხადა “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არაა, რეკრეაციული ზონებში სისუფთავის დაცვას ვერც ერთი უწყება ვერ გააკონტროლებს ამიტომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა მწვანე ზონებში სისუფთავის დაცვა.