black sea arena-სა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა
მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე, ვკითხულობთ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ასევე black sea arena-ს არსებობის ვადით მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
დოკუმენტში ვკითხულობთ: ” თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამათლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციამ.”
ამავე დოკუმენტის თანახმად, black sea arena-ს არსებობის ვადით მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამათლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციამ.
ამასთანავე, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Black Sea Arena-სა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა უნდა განხორციელდეს.