ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბათუმში ლ. ასათიანის ქ. N20 მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძეგლი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მას სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 442 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 1 დეკემბრამდე დასრულდება.