თბილისში ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნამ იკლო, თუმცა ეს ფასებზე კლება არ ასახულა
kalaki.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების ინფორმაციებს ეყრდნობოდა, დედაქალაქში ახალაშენებუ პროქტებზე გაყიდვებმა მაისის თვიდან იკლო და ეს სტატისტიკა ივლისის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ახალაშენებულ პროექტებზე ფასის ცვლილება არ დაფიქსირებულა.
რა არის მიზეზი ძნელი სათქმელია, თუმცა უძრავი ქონების ექსპერტების განმარტებით, თბილისში უახლოეს მომავალში, გასაყიდ ბინებზე ფასი არ შემცირდება.
აქვე საიტერესოა „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელის, ნატო მოდებაძის განცხადება, რომელიც მედიასთან გააკეთა.
მისი განმარტებით ბინების რაოდენობა ფასთან კავშირში არ არის.
“ახალაშენებულ სახლებზე ფასი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ დაიწევს: მიწის ფასი, მუშახელის ხელფასი და სამშენებლო მასალების ღირებულება. ეს არის ის, რაც მუდმივად ძვირდება და წაგებაზე ვერავინ იმუშავებს. იმასაც გეტყვით, რომ მიწის ნაკვეთები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ძალიან დეფიციტურია. შესაბამისად, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს, ეს ლოგიკურია.
ამას გარდა, საკმაოდ მოქნილი საბანკო სისტემა გვაქვს და მადლობა ამისთვის ეროვნულ ბანკს. სამშენებლო კომპანიებს რეალურად, ძალიან კარგი საბანკო პროდუქტები აქვს და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მათ გაყიდვებში ეხმარება. ხვალ და ზეგ რა იქნება, ამას ვერავინ გვეტყვის, თუმცა ბინების ფასების კლებას ნამდვილად არ ველოდებით, ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნატო მოდებაძემ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ძველ პროექტებზე ფასმა იკლო, როგორც უძრავი ქონების ექსპერტები განმარტავენ, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სამშენებლო კომპანიაების მარკეტინგულ შეთავაზებებეზე, საადაც მომხმარებელს გადახდის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობენ.