ამ იერიდან ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინების მკვეთრად გაუქმება შესაძლებელია – გაზრდის თუ არა ახალი რეგულაცია ავარიების რისკს

შსს-ს გადაწყვეტილებით, წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე; უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე. ავტომობილის მინებში შუქგამტარობას საპატრულო პოლიცია სპეციალური მოწყობილობით ამოწმებს. დადგენილი წესის დარღვევისთვის ჯარიმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული.

ამ იერიდან ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინების მკვეთრად გაუქმება შესაძლებელია – გაზრდის თუ არა ახალი რეგულაცია ავარიების რისკს

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ შსს-ს თანხმობის გარეშე წინა საქარე მინების 60%-მდე დაბურვის დაშვებით, საავტომობილო შემთხვევების რისკები გაიზრდება.

„თავის დროზე, როცა წინა საქარე მინების დაბურვაზე იყო საუბარი, მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც ამბობდა, რომ წინა საქარე მინები არ უნდა იყოს ისე ჩაბურული, რომ მძღოლი არ ჩანდეს. პროფესიული სწავლების ან ექსტრემალური სწავლების დროს გაკვეთილის პირველი ნაწილი არის ის, რომ გზაჯვარედინი იქნება თუ სხვა, მძღოლმა პირველი უნდა შეხედოს მძღოლს სახეზე, ის გეუბნება ყველაფერს, იკითხება მისი მომდევნო რეაქცია. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად დავინახავთ მძღოლს მეორე მანქანაში, მით უფრო გაიზრდება საგზაო შემთხვევების რისკი. მთავარი კომპონენტი, რითაც უნდა ამოიცნო შენ მეორე მძღოლის მომდევნო მოქმედება არ იქნება ხილული“, – ამბობს მევლუდ მელაძემ.