გლდანში ახალი საცხოვრებელი “გლდანი ინნ” შენდება – როდის დასრულდება და რას მოიცავს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისში, გლდანში კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტი” ახალ სამშენებლო პროექტს, „გლდანი ინნ“ - ს ახორციელებს.

გლდანში ახალი საცხოვრებელი “გლდანი ინნ” შენდება – როდის დასრულდება და რას მოიცავს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი

დეველოპერული პროექტი გლდანის ურბანულ ცენტრში, „სითი მოლი გლდანის“ გვერდით, ი.ვეკუას ქუჩაზე ხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი 26,125 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ის ოთხ საცხოვრებელ 9, 23, 28 და 32 სართულიან შენობას, კომერციულ, საოფისე, რეკრეაციულ სივრცეებს, ველო და სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის მაცხოვრებლებს 2028 წელს, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ.