აღმაშენებლის ხეივანზე ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მიმდებარედ მოძრაობა ორი კვირით ნაწილობრივ შეიზღუდება
დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც აღმაშენებლის ხეივანზე ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარედ მოძრაობა ორი კვირით ნაწილობრივ შეიზღუდება.
“აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.” – ქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.